
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დატოვა
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ოჯახის წევრები და ჟურნალისტები ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებას დილის ათი საათისთვის ელოდებოდნენ, თუმცა ის საპატიმრო დაწესებულებიდან უფრო ადრე გამოუშვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა ივნისში მიუსაჯა სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო. ეს კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს სწავლობდა.
ამავე ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯეს არაერთ სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსსაც.
ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, 2025 წლის ნოემბერში შესთავაზეს ვადაზე ადრე გათავისუფლება, რაც კანონით გათვალისწინებული პროცედურაა, რაზეც მან უარი თქვა.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→