
მსოფლიო
ზელენსკი რუსეთის დარტყმებზე: მსოფლიო არ ახორციელებს საკმარის ზეწოლას რუსეთზე. ახლაა პასუხის გაცემის დრო
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ანდრიი ჰნატოვი სამი დღის განმავლობაში მართავდნენ შეხვედრებს აშშ-ში. მათგან ანგარიშის მიღების შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა:
„მათ პროდუქტიულად იმუშავეს პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან და რამდენიმე დოკუმენტის პროექტები მზად არის. კერძოდ, ეს არის დოკუმენტები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე, აღდგენაზე და ამ ომის დასრულების ძირითად ჩარჩოზე. საკითხები დღეისთვის დგება იმგვარად, რომ პასუხობდეს ომის დასრულების მიზანს და რუსეთის მესამედ შემოჭრის თავიდან აცილებას. მოლაპარაკებებისა და შეხვედრების ყოველი რაუნდი ხელს უწყობს უკრაინის ინტერესების დაცვას და გავაგრძელებთ მუშაობას ასევე კონსტრუქციულად“.
ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის აგრეთვე ევროპელ პარტნიორებს „მხარდაჭერისა და კოორდინაციისთვის“ და აცხადებს, რომ უკრაინა „მოუთმენლად ელოდება დიალოგის გაგრძელებას“. უკრაინის პრეზიდენტის ხაზს უსვამს უკრაინის ერთგულებას ომის დასრულების მიზნისადმი და ამ ფონზე, რუსეთის მხ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→