
მსოფლიო
ზელენსკი გამოვიდა გაფრთხილებით კიევისთვის საგარეო დახმარების მსხვილი დეფიციტის თაობაზე
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ იმედი აქვს ევროკავშირის დადებითი გადაწყვეტილებისა კიევისთვის "სარეპარაციო სესხის" გაცემის შესაძლებლობაზე, რაც უნდა დაეფუძნოს ევროპაში განთავსებულ, რუსეთის გაყინულ აქტივებს.
ზელენსკიმ ეს ჟურნალისტებს უთხრა 18 დეკემბერს, ბრიუსელში, სადაც მიმდინარეობს ევროკავშირის სამიტი. ეს სამიტი, მათ შორის, ეძღვნება უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევას, რუსეთის სამხედრო შეჭრასთან დაპირისპირებაში. სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა კიევისთვის კრედიტის გაცემა, რუსეთის აქტივების ხარჯზე.
ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებით, უკრაინისთვის საგარეო დახმარების დეფიციტმა მომავალ წელს შესაძლოა შეადგინოს 45-50 მილიარდი ევრო. თუ კიევი გაზაფხულზე ევროპისგან ვერ მიიღებს ფინანსურ დახმარებას, კერძოდ "სარეპარაციო სესხს", ომის გაგრძელების შემთხვევაში უკრაინა, მათ შორის, იძულებული იქნება შეამციროს იაფი საბრძოლო დრონების წარმოება.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინამ უკვე ამოწურა საზენიტო რაკეტების მარაგი, რომლებიც გამოიყენება არსენალში მყოფი საჰაერო თავდაცვის კ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→