
ახალი ამბები
„ზანგეზურის დერეფნის“ დოკუმენტს ხელი უახლოეს პერიოდში მოეწერება, მშენებლობა კი 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყება - სომხეთის საგარეო უწყება
ბიზნესპრესნიუსი
•2 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
TRIPP-ის პროექტთან („ზანგეზურის დერეფანი“) დაკავშირებით პირველ სომხურ-ამერიკულ დოკუმენტს ხელი უახლოეს დღეებში ან კვირებში მოეწერება, ხოლო მშენებლობა 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მხარეებმა დაადასტურეს, რომ რეგიონული კომუნიკაციები ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და სახელმწიფოების სუვერენიტეტის სათანადო დაცვით სრულად განიბლოკება. რკინიგზა, სავარაუდოდ, პროექტის პირველი ელემენტი იქნება, რომელიც სომხეთს საერთაშორისო ბაზრებთან დააკავშირებს და როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, ასევე, მესამე ქვეყნებისთვის, მათ შორის, პორტუგალიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთვის ექსპორტ-იმპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობებს შექმნის.
მირზოიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უფლებების, ვალდებულებებისა და ტექნიკური დეტალების გასარკვევად შეერთებულ შტატებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
მინისტრის შეფასებით, ირანი და რუსეთი პროექტს საფრთხედ კი არა, შესაძლებლობად აღიქვამე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→