მსოფლიო
WSJ: თეთრ სახლში ირანის დიპლომატიურ შეთავაზებას განიხილავენ, ტრამპი დარტყმებისკენ იხრება
Tabula
•13 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
The Wall Street Journal-ი წერს, რომ თეთრ სახლში განიხილავენ ირანის ბოლო დიპლომატიურ შეთავაზებას, შეამცირონ საკუთარი ბირთვული პროგრამა, თუმცა, თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იერიშების მიტანისკენ იხრება.
WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზოგიერთი მაღალი თანამდებობის დამხმარე, რომელთაც ვიცეპრეზიდენტი ჯეიდი ვენსი ხელმძღვანელობს, ცდილობენ ტრამპი დიპლომატიურ მიდგომაში დაარწმუნონ, სანამ დემონსტრანტების დახოცვის გამო ირანზე იერიშებს მიიტანენ.
WSJ-სთან საუბარში ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ანონიმურად თქვეს, რომ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერარ მიუღა და მიდგომის გადასაწყვეტად მაღალი რანგის დამხამრეებს 13 იანვარს შეხვდება. შესაძლო ვარიანტებს შორისაა სამხედრო დარტყმები ირანის რეჟიმის ობიექტევზე, ან კიბერთავდასხმების სერია, ახალი სანქციების დაწესება და რეჟიმთან დაპირისპირებული ონლაინანგარიშების დახნარევა. წყაროების თქმით, ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-ს იერიშებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ირანის რეჟიმის პროპაგანდას, თითქოს მიმდინარე მოვლენების უკან აშშ და ისრაელი დგას.
WSJ-სთან საუბარშ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→