
ახალი ამბები
„ვიცით, რომ მსხვერპლია“ - ფერეიდნელი ქართველები ირანში
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„ვიცით, რომ ირანის ფერეიდნელ ქართველებში მსხვერპლია, თუმცა ზუსტი რიცხვის თქმა არ შეგვიძლია - ინფორმაციას ვიღებთ თუ ირანიდან ვინმე გამოაღწევს და აქ ჩამოვა. ან, თუ როგორმე ოჯახს ნახევარი წუთით დაველაპარაკებით“, - გვეუბნებიან საქართველოში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველები, რომელთა უმრავლესობის ოჯახის წვერები, მეგობრები და ახლობლები დღეს ირანში ცხოვრობენ, სადაც დაახლოებით ორი კვირის წინ ანტისამთავრობო პროტესტი აფეთქდა.
ფერეიდნელი ქართველი, ლექსო ქურდიანი, რომელიც ხელმძღვანელობს ორგანიზაციას „ფერეიდნიდან საქართველომდე“, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ყველა ინფორმაცია ირანში მოკლული ფერეიდნელი ქართველების რაოდენობის შესახებ ბოლომდე ზუსტი არ არის, თუმცა პროტესტს რომ ემსხვერპლნენ, ეს ამბავი, მისი თქმით, დადასტურებულია.
„ზუსტ რიცხვს იმიტომ ვერ ვამბობთ, რომ პირდაპირი კავშირი არ არის, თორემ, ყველა ფერეიდნელი ერთმანეთს იცნობს და ინფორმაციაც, მათი ოჯახის წევრების და ნათესავების შესახებ სწრაფად გავრცელდებოდა. ახლა ვერც თავისუფლად ვრეკავთ და არც ინტერნეტია“.
ორი დღის წინ ლექსომ შეიტყო, რომ ირანის ქა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→