ბიზნესი
ვის ეკუთვნის ტოპ-5 კომპანია, რომელსაც საქართველოში ჩინეთიდან გაყინული ქათამი შემოაქვს
ბიზნესპრესნიუსი
•20 ნოემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში გაყინული ქათმის ნაწილებისა და სუბპროდუქტების იმპორტი 20%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში 88.159 მლნ დოლარის ღირებულების 60 387 ტონა გაყინული ქათმის ნაწილებისა და სუბპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში კი 73.275 მლნ დოლარის ღირებულების 49 651 ტონა ქათმის ნაწილები შემოვიდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ათ თვეში საქართველოში ქათმის ნაწილებისა და სუბპროდუქტების იმპორტში 39%-იანი წილით ჩინეთი ლიდერობდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში აღნიშნული ბაზრიდან საქართველომ 34.446 მლნ დოლარის ღირებულების 20 225 ტონა ქათმის ნაწილები შეიძინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ კომპანიებით, რომლებსაც საქართველოში ჩინეთიდან შინაური ქათმის ნაკლავის გაყინული ნაწილები და სუბპროდუქტები შემოაქვს.
საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში აღნიშნული პროდუქცია...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→