ბიზნესი
ვინ არის კევინ ჰასეტი, რომელიც FED-ში პაუელის რეალურ შემცვლელად სახელდება
ბიზნესპრესნიუსი
•26 ნოემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეკონომიკური მრჩეველი, კევინ ჰასეტი აშშ-ის ცენტრალური ბანკის, ანუ ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის პოსტზე მთავარი კანდიდატი გახდა. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.
თავად ჰასეტმა 20 ნოემბერს, Fox News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ფედრეზერვის თავმჯდომარეობის შეთავაზებას დათანხმდება.
ამჟამინდელი თავმჯდომარისგან, ჯერომ პაუელისგან განსხვავებით, ჰასეტი იზიარებს დონალდ ტრამპის ეკონომიკურ შეხედულებებს, განსაკუთრებით, საპროცენტო განაკვეთების შემდგომი შემცირების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ფედრეზერვის თავმჯდომარე რომ ყოფილიყო, „განაკვეთებს ახლავე შეამცირებდა.“
ხაზინის მდივან სკოტ ბესენტმა, რომელიც ფედრეზერვის შემდეგი თავმჯდომარის შერჩევის პროცესს ხელმძღვანელობს, CNBC-ს განუცხადა, რომ დონალდი ტრამპი თავის არჩევანს შობამდე გამოაცხადებს.
კევინ ჰასეტის გარდა, კანდიდატთა მოკლე სიაში ფედრეზერვის საბჭოს ორი ამჟამინდელი წევრი, მიშელ ბოუმენი და კრისტოფერ უოლერი შედიან. საიაში არიან, ასევე, კევინ უორში, რომელიც საბჭოს წევრი ჯორჯ ბუშ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→