
ახალი ამბები
ვინ არის 21 წლის უკრაინელი დანილო, რომელმაც სუმოს სამშობლო დაიპყრო
Radio Tavisupleba👁️3
📰 სტატიის მონაკვეთი
ვინიცაში პირველი ვარჯიშიდან იაპონიაში იმპერატორის თასამდე 14 წელზე მეტი გავიდა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დანილო ამომავალი მზის ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად. ეძებდა სპორტულ კლუბებს, რათა როგორც პროფესიონალ მოჭიდავეს ეასპარეზა, მაგრამ უარეს ეუბნებოდნენ. როგორც თვითონ იხსენებს, ბევრ დაწესებულებაში უკვე იყვნენ უცხოელები, სხვაგან კი მხოლოდ ადგილობრივ სპორტსმენებს იღებდნენ.
ერთხელაც, ამჟამინდელმა მწვრთნელმა ვარჯიშის დროს შეამჩნია დანილო და თავის კლუბში მიიწვია. მათ ერთად 15 ტურნირი გაიარეს და ბოლო კიუშუ ბაშოზე ნამდვილი ტრიუმფი მოახდინეს.
ასე იქცა 21 წლის დანილო (სიმაღლე 182 სმ, წონა 140 კგ) ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველ ევროპელად, და პირველ უკრაინელად ამ სპორტის ისტორიაში, რომელმაც იაპონიის იმპერატორის თასი მოიგო. დღეს სპორტსმენს ოძეკის წოდება აქვს - მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რანგი მსოფლიო სუმოში, იოკუძუნას შემდეგ.
„ძიუდოში ვარჯიში ექვსი წლის ასაკში დავიწყე. ვარჯიშის შემდეგ დედა მაკითხავდა ხოლმე წასაყვანად. ერთ დღეს ცოტა დაიგვიანა, ამიტომ დავყოვნდი დარბაზში. ამ დროს ს...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→