
პოლიტიკა
ვიქტორ ორბანი: "უკრაინის დაცემა უნგრეთისთვის სერიოზული პრობლემა იქნებოდა"
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა:
„უკრაინის დაცემა უნგრეთისთვის სერიოზული პრობლემა იქნებოდა. ამიტომ, უკრაინის დაცემა არა მხოლოდ უნგრეთის ინტერესებში არ შედის, არამედ ჩვენ ასევე უნდა მივაღწიოთ შესანიშნავ შეთანხმებას, რათა ეს არ მოხდეს“.
ვიდეო ჩანაწერში ვიქტორ ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყანაში სტაბილურობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უნგრეთისთვის, რომელიც უკრაინას ელექტროენერგიითა და გაზით ამარაგებს.
„ამასობაში, ომი ყოველდღიურად ასუსტებს უკრაინას. მშვიდობა ერთადერთია, რაც მას გააძლიერებს. ყველამ, ვინც ნამდვილად უჭერს მხარს უკრაინას, უნდა ისწრაფოდეს მშვიდობისკენ და ისწრაფოდეს ახლავე“, - ამბობს ორბანი X-ში გავრცელებულ ვიდეოში.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინა ელექტროენერგიის 44%-ს და ბუნებრივი აირის 58%-ს უნგრეთიდან იღებს.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→