
ახალი ამბები
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აშშ-ს თანამშრომლობა შესთავაზა
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სოციალური ქსელებით 4 იანვარს გავრცელებულ მიმართვაში როდრიგესი ვენესუელის სახელით ადასტურებს ერთგულებას მშვიდობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი და აცხადებს, რომ ვენესუელის მისწრაფებაა იცხოვროს გარე საფრთხეების გარეშე, პატივისცემისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პირობებში.
როდრიგესის თანახმად, პრიორიტეტულ ყურადღებას უთმობენ დაბალანსებული და პატივისმცემელი საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას აშშ-სა და ვენესუელას შორის და ვენესუელასა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის. როდრიგესი ხაზს უსვამს, რომ ეს ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს სუვერენულ თანასწორობასა და ჩაურევლობას.
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, აშშ-ის მთავრობას იწვევენ თანამშრომლობისთვის დღის წესრიგით, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთობლივ განვითარებაზე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
დელსი როდრიგესმა მიმართა პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ მათი ხალხები და რეგიონი იმსახურებენ მშვიდობასა და დიალოგს და არა ომს. როდრიგესის თანახმად, ეს ყოველთვის იყო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გზავნილი, ახლა მთელი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→