მსოფლიო
ვენესუელის ოპოზიციონერმა ლიდერმა თავისი ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი ტრამპს გადასცა
Tabula
•16 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ვენესუელის ოპოზიციონერი ლიდერი, მარია კორინა მაჩადო თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა და მას საკუთარი ნობელის პრემია გადასცა.
"პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისში ვენესუელელ მარია კორინა მაჩადოს შეხვდა, რა დროსაც მან პრეზიდენტს პატივისცემისა და აღიარების ნიშნად თავისი ნობელის მშვიდობის პრემია წარუდგინა" - წერს თეთრი სახლის ანგარიში Facebook-ზე.
"თქვენი არაჩვეულებრივი ლიდერობის, ძალის მეშვეობით მშვიდობის განმტკიცების, დიპლომატიის წინ წაწევისა და თავისუფლებისა და კეთილდღეობის დაცვის მიმართ მადლიერების ნიშნად.
2025 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი, რომელიც მარია კორინა მაჩადოს გადაეცა.
ვენესუელელი ხალხის სახელით წარდგენილი მადლიერების პერსონალური სიმბოლო, თავისუფალი ვენესუელის უზრუნველსაყოფად პრეზიდენტი ტრამპის მიერ გადადგმული პრინციპული და გადამწყვეტი ნაბიჯების აღიარების ნიშნად.
ამერიკისა და მისი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიმამაცეს ვენესუელელი ხალხი არასდროს დაივიწყებს" - წერია ტრამპისთვის გადაცემულ საჩუქარზე.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→