ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მაჩადო ამბობს, რომ ტრამპს ნობელის მედალი გადასცა
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს თქმით, მან მშვიდობის დარგში თავისი ნობელის პრემია 15 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, გადასცა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ტრამპის ხედვაზე სამხრეთ ამერიკის ამ სახელმწიფოს პოლიტიკური მომავლის გარშემო.
დასავლეთის მედიის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, დათანხმდა თუ არა ტრამპი მედლის მიღებას. მაჩადომ, რომელმაც შეხვედრას "შესანიშნავი" უწოდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა ტრამპის მხრიდან ვენესუელელი ხალხის თავისუფლებისადმი ერთგულების აღიარების ნიშნად. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.
ამავე სააგენტოს ანალიზით, მაჩადოს ჟესტი ნაწილია მისი ძალისხმევისა, გავლენა მოიპოვოს თავისი ქვეყნის სამომავლო კურსზე. ტრამპი ღიად აწარმოებდა ამ პრემიისთვის კამპანიას მანამ, სანამ მას გასულ თვეში მაჩადო მიიღებდა.
მაშინაც კი, თუკი მაჩადომ თავისი მედალი ტრამპს გადასცა, ჯილდო მაინც მისად დარჩება - ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ არ შეიძლება პრემიის შემდგომი გადაცემა, გაყოფა ან ჩამორთმევ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→