მსოფლიო
ვენესუელის მთავრობამ 116 პატიმარი გაათავისუფლა
Tabula
•12 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ვენესუელის მთავრობამ ორშაბათს განაცხადა, რომ ციხიდან 116 პატიმარი გათავისუფლდა.
"გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც კონსტიტუციური წესრიგის დარღვევასა და ქვეყნის სტაბილურობის შერყევასთან დაკავშირებული ქმედებების გამო იყვნენ გასამართლებული," - ნათქვამი პენიტენციური მომსახურების სამინისტროს განცხადებაში.
პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო.
"ვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მასშტაბური პროცესი დაიწყო. მადლობა! ვიმედოვნებ, რომ ამ პატიმრებს ემახსოვრებათ, როგორ გაუმართლათ, რომ აშშ მივიდა და გააკეთა ის, რაც გასაკეთებელი იყო. ვიმედოვნებ, რომ არასდროს დაავიწყდებათ! თუ დაავიწყდებათ, მათთვის კარგი არ იქნება". - წერს ტრამპი.
მანამდე, ტრამპი წერდა, რომ "მშვიდობის ძიების" ნიშნად ვენესუელა პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებდა.
ცნობისთვის, 3 იანვარს ვენესუელაში სპეცოპერაციის შედეგად აშშ-მ ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი, დააკავა და ავიამზიდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანა. მანჰეტენის ფედე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→