
ახალი ამბები
ვენესუელაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
როდრიგესმა ვენესუელის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით 6 იანვარს გამოაცხადა, რომ 7-დღიანი გლოვა იქნება პატივსაცემად იმ ახალგაზრდების, რომლებიც ვენესუელას და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს იცავდნენ და დაიღუპნენ.
დელსი როდრიგესის თქმით, ვენესუელა მშვიდობიანი ქვეყანაა, რომელმაც თავდასხმა და აგრესია განიცადა.
ვენესუელის არმიის მონაცემებით, 3 იანვარს, აშშ-ის ოპერაციის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა. თავისი 32 მოქალაქის დაღუპვის შესახებ განაცხადა კუბის მთავრობამ.
აშშ-ის მიერ ვენესუელაში 2026 წლის 3 იანვარს ჩატარებულ ოპერაციას და ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის დაკავებას წინ უძღოდა ტრამპის ადმინისტრაციის სხვა ქმედებები.
2025 წლის ნოემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ დაიწყო სამხედრო ოპერაცია ნარკოტიკებისგან შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ნახევარსფეროს დასაცავად. შემოდგომაზე ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ნაპირების მახლობლად შეტევა მიიტანეს რამდენიმე ათეულ გემზე, რომლებსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ნარკოტიკები გადაჰქონდათ.
მადუროს ხელისუფლება აცხადებდა, რომ ტრამპის...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→