
ახალი ამბები
ვენესუელა ციხეებიდან ათავისუფლებს „დიდი რაოდენობის“ პატიმრებს
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ეს პატიმრების გათავისუფლების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც მადუროს ყოფილი მოადგილე, დელსი როდრიგესი, ვენესუელის დროებით პრეზიდენტად დამტკიცდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მზადაა, როდრიგესს ქვეყნის მართვის უფლება მისცეს, თუ კარაკასი ვაშინგტონთან ითანამშრომლებს და ვენესუელის ნავთობის უხვ მარაგზე წვდომის საშუალებას მისცემს. პატიმრების გათავისუფლების შესახებ ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა, ხორხე როდრიგესმა, დროებითი პრეზიდენტის ძმამ, განაცხადა. მისი თქმით, „მშვიდობიანი თანაარსებობის მიზნით, ვენესუელის მოქალაქეების და უცხოელების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაუყოვნებლივ გათავისუფლდება“. როდრიგესმა არ დააკონკრეტა, ვინ ან რამდენი პატიმარი გათავისუფლდება. ვენესუელის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Foro Penal-ის თანახმად, ციხეში 806 პოლიტიკური პატიმარი იმყოფება. ჯგუფი მიესალმა როდრიგესის განცხადებას, როგორც „კარგ ამბავს“, თუმცა ის კვლავ ამოწმებს ინფორმაციას, წერს Reuters-ი.ამასობაში, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ ვენესუელამ, პატიმრე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→