
ახალი ამბები
ვენესუელა ამერიკული ინვესტიციების მოლოდინში - ვის დარჩება ქვეყნის ნავთობი -
ბიზნესპრესნიუსი
•5 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სამხედრო ოპერაციის შემდეგ, რომელმაც ვენესუელას ყოფილი ლიდერის, ნიკოლას მადუროს დატყვევება გამოიწვია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის განადგურებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ.
„ჩვენ ვაპირებთ, მივიზიდოთ ჩვენი უდიდესი ნავთობკომპანიები, რომლებიც მსოფლიოშიც უდიდესები არიან, რომ მილიარდობით დოლარი დახარჯონ და აღადგინონ ჩვენი განადგურებული ნავთობის ინფრასტრუქტურა, რათა ქვეყნისთვის ფულის გამომუშავება დაიწყონ… მათ ეს ხარჯი აუნაზღაურდებათ,“ - აცხადებს ტრამპი.
BBC-ის შეფასებით, ვენესუელას მსოფლიოში ნედლი ნავთობის ყველაზე დიდი დადასტურებული რეზერვები აქვს, თუმცა სანქციების, მოძველებული ინფრასტრუქტურისა და ცუდი მენეჯმენტის გამო წარმოება გამოწვევების წინაშე დგას. ამდენად, ქვეყნის ნავთობინდუსტრიის ეს რეფორმა, პრაქტიკულად, უპრეცედენტო იქნება.
თუმცა ტრამპმა ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა უპასუხოდ დატოვა. კერძოდ, როგორ წარიმართება ხელისუფლების გადაცემა, ვისთან ითანამშრომლებს აშშ, რა პირობებში შეიძლება, დაბრუნდნენ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→