ბიზნესი
„ვალუტით ვიბერებით“ - რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლის ზრდის შესაჩერებლად ქვეყნიდან კაპიტალის გადინებაზე შეზღუდვებს აუქმებს
ბიზნესპრესნიუსი
•8 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
დღეიდან რუსეთის ცენტრალური ბანკი ფედერაციის მოქალაქეებისა და მეგობარი ქვეყნებიდან არარეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის საზღვარგარეთ უცხოური ვალუტის გადარიცხვებზე მოქმედ შეზღუდვებს აუქმებს. ეს შეზღუდვები უკრაინის ომის დაწყებიდან მოქმედებდა.
ამის შესახებ ბანკის განცხადებაში წერია, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
ქვეყნიდან კაპიტალის გადინებაზე მკაცრი შეზღუდვების მოხსნის მიზეზად რუბლის კურსის მატების შეჩერება სახელდება, რამაც ფედერალურ ბიუჯეტსა და ნედლეულის მსხვილ კომპანიებს პრობლემები შეუქმნა. კერძოდ, წლის დასაწყისიდან დოლარი 30%-ით, 110-დან 76 რუბლამდე, ევრო 24%-ით, ხოლო ჩინური იუანი რუბლთან მიმართებაში 22%-ით გაუფასურდა. რუბლის გამყარების მთავარი ფაქტორი საზღვარგარეთ ინვესტირების შეუძლებლობაა.
ვალუტის გადარიცხვებზე რიგი შეზღუდვები ძალაში 2026 წლის 7 ივნისამდე დარჩება. კერძოდ, არამეგობრული ქვეყნებიდან რუსეთში მომუშავე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს საზღვარგარეთ მათი ხელფასის ოდენობამდე თანხის გადარიცხვა შეუძლიათ. ასევე, ძალაში რჩება არამეგობრული ქვეყნებიდან რუსეთში არმომუშავე არარეზიდენტი ფიზი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→