
საზოგადოება
„უფლებები საქართველო“ საქმიანობას წყვეტს
Civil Georgia👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „უფლებები საქართველო“ განაცხადა, რომ 29 წლის შემდეგ ის საქმიანობას წყვეტს.
ორგანიზაციის თქმით, ის „აჩერებს წარმომადგენლობას ძალადობის და ფემიციდის მსხვერპლთა მიმდინარე 200-მდე საქმეზე ადგილობრივ და საერთშორისო სასამართლოებში; უპატრონოდ ტოვებს ევროსასამართლოში გაგზავნილ 500-მდე საქმეს, მათ შორის აგვისტოს ომით დაზარალებულთა საქმეებს; აღარ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელების განხილვაში, ყოველდღიურად ვეღარ გაუწევს უფასო კონსულტაციას და დახმარებას უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ათეულობით მოქალაქეს, რომლებსაც კიდევ შერჩათ სამართლის პოვნის იმედი“.
„ე.წ. ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შედეგად “უფლებები საქართველო“ პირველად 29 წლის შემდეგ დადგა საქმიანობის იძულებით შეჩერების ფაქტის წინაშე“, – აღნიშნა ორგანიზაციამ 12 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში, თუმცა, იქვე დასძინა, რომ მისი იურისტები სრულიად მოხალისეობრივ საწყისებზე გააგრძელებენ უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას და განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამართლებრივ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Civil Georgia→