მსოფლიო
უკრაინული მედია: კადიროვი თირკმლის უკმარისობის გამო საავადმყოფოში იმყოფება
Tabula
•11 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
უკრაინულ მედიაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი თირკმლის უკმარისობის გამო საავადმყოფოში იმყოფება და დიალიზის პროცედურა უტარდება.
მედიები, მათ შორის, Интерфакс-Украина და РБК-Украина წერენ, რომ კადიროვს ჩეჩნეთში საკუთარ საავადმყოფოში მკურნალობენ და მასთან ერთად საკუთარი ოჯახის წევრები იმყოფებიან.
Интерфакс-Украина-ს მიხედვით, უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში (ГУР) წყარომ გამოცემას უთხრა, რომ კადიროვის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, "ჩეჩნეთის ახალი მეთაურის პოსტზე კანდიდატურის დადგენის პროცესი მნიშვნელოვნად გააქტიურდა".
მანამდე, უკრაინულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კადიროვმა 25 დეკემბერს დაგეგმილ სახელმწიფო საბჭოზე საგანგებო ჰოსპიტალიზაციის გამო დასწრება ვერ მოახერხა.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→