მსოფლიო
უკრაინის სასამართლომ იულია ტიმოშენკო 762 000-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
Tabula
•16 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
უკრაინის სასამართლომ კორუფციის საქმეში ბრალდებული ოპოზიციური ფრაქცია ბატკავშჩინას ლიდერი, იულია ტიმოშენკო 762 000-დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
65 წლის პოლიტიკოსს პარალელურად ჩამოერთვა პასპორტი და დედაქალაქის დატოვება აეკრძალა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ტიმოშენკო კორუფციის საქმეში ეჭვმიტანილად ცნეს.
გამოცემა Українська правда, წერს, რომ ამ ეტაპზე ოფიციალური პირებისგან სხვა დეტალები უცნობია და ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
მოგვიანებით გამოცემა Суспільне-მ, სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) პრესსპიკერზე, ოლგა პოსტოლიუკზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ SAPO-მ ტიმოშენკოს ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით წარუდგინა.
"ეს თანამდებობის პირებისთვის უკანონო სარგებლის შეთავაზებას გულისხმობს - იგულისხმება უკრაინის სახალხო [რადის] დეპუტატი" - განაცხადა პოსტოლიუკმა.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→