
მსოფლიო
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთში დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ნავთობის ბაზას
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ამ ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების „ნამსხვრევების ჩამოცვენით” გამოწვეულ ხანძარზე 17 დეკემბერს, დილით იუწყებოდა კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი.
სოციალურ ქსელებში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ გვერდებზე დღის 12 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქარხანას, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ჯარების უზრუნველყოფაშია ჩართული, გასულ ღამით დაარტყეს თავდაცვის ძალების საშუალებებით Deep Strike.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, სამიზნის რაიონში დაფიქსირებულია აფეთქებები და ხანძარი, ქარხნის დაზიანების ხარისხი კი დაზუსტების ეტაპზეა.
გენერალური შტაბის ცნობითვე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასულ ღამით დაარტყეს რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზის, „ნიკოლაევსკაიას“ ტერიტორიასაც. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია რეზერვუარი და მდინარის გემი „კაპიტანი გიბერტი“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, გასული ღამიდან „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 94 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→