უკრაინის დელეგაციის მოლაპარაკება აშშ-სთან დავოსში გაგრძელდება
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
Reuters-ის ცნობით, უკრაინის წარმომადგენელმა რუსტემ უმეროვმა 18 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთთან თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულების მიზნით, აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები დავოსში, შვეიცარიის კურორტზე, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაგრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის თაობაზე თქვა, რომ რომ აშშ-ში უკრაინის წარმომადგენლები ომის დასასრულებლადსაჭირო დოკუმენტებზე მუშაობენ.
აშშ-ში „ჩვენმა დელეგაციამ დღეს ანგარიში წარმოადგინა. რუსტემ უმეროვმა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა. მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა. ისინი მუშაობენ. ისინი ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობენ. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული გუნდი ამერიკულ მხარეს სრულად აწვდის ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაზე რუსეთის მუდმივი დარტყმების შესახებ“, - თქვა ზელენსკიმ.უმეროვმა განაცხადა, რომ ის, კირილ ბუდანოვსა და დავით არახამიასთან ერთად, ორ დღეს მუშაობდა შეერთებულ შტატებში. ამერიკულ მხარეს წარმოადგენ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→