
მსოფლიო
უკრაინის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკების გასაგრძელებლად
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
უკრაინის დელეგაცია 19-20 დეკემბერს შეერთებულ შტატებში გამართავს მოლაპარაკების მორიგ რაუნდს ომის დასასრულებლად მომზადებულ გეგმაზე.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს, 18 დეკემბერს ბრიუსელში ჩასვლამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზემლენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დელეგაცია აშშ-ში უკვე გაემგზავრა და პარასკევს და შაბათს(19-20 დეკემბერი) ამერიკულ მხარესთან მსჯელობა იქნება 20-პუნქტიან გეგმაზე, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებზე, უკრაინის აღდგენასა და ყველა შესაძლო ნაბიჯზე.
აშშ-ის მიერ ინიციირებულ სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც თავდაპირველად 28-პუნქტიანი იყო და მედიაში ნოემბრის მეორე ნახევარში გაჟონილი პროექტის თანახმად, დიდწილად რუსეთის მოთხოვნებს ასახავდა, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენელთა შეხვედრა ნოემბერშივე გაიმართა ჯერ ჟენევაში, შემდეგ კი ფლორიდის შტატში. გეგმა გარკვეულწილად შეიცვალა.
4-6 დეკემბერს მაიამიში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარგზავნილის, სტივენ უიტკოფის და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის შეხვედრა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვსა და გენ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→