
ახალი ამბები
უკრაინის დაზვერვის ცნობით, "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" მეთაური დენის კაპუსტინი ცოცხალია
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
„რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ (რდკ) მეთაური დენის კაპუსტინი რუსული დრონის თავდასხმის შედეგად არ დაღუპულა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გურ) ცნობით, ის ცოცხალია.
„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატარებული ყოვლისმომცველი სპეცოპერაციის შედეგად, რდკ-ს მეთაური დენის კაპუსტინი, რომელსაც რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი პირად მტრად მიიჩნევს, გადარჩა. ასევე დადგენილია რუსეთის სადაზვერვო სამსახურებში დანაშაულის დამკვეთ და შემსრულებელ პირთა წრე,“ ნათქვამია განცხადებაში.
გურ-ის თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურებმა კაპუსტინის მოკვლისთვის 500 000 დოლარი ჯილდო დააწესეს. „სპეცრაზმ ტიმურის“ მეთაურმა, რომელიც მონაწილეობდა ინსცენირებულ თავდასხმაში, ფულის „კონფისკაცია მოახდინა“. კაპუსტინი რდკ-ს ხელმძღვანელობას გააგრძელებს.
კაპუსტინის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია რდკ-ს ტელეგრამის არხზე გამოჩნდა 2025 წლის 27 დეკემბერს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეონაცისტი და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ დამფუძნ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→