
მსოფლიო
უკრაინაში მიმდინარე ომი ხანგრძლივობით გაუტოლდა ე.წ. „დიდ სამამულო ომს“
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
11 იანვარს უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, თავისი ხანგრძლივობით - 1418 დღე - გაუტოლდა ე.წ. „დიდ სამამულო ომს“, რომელიც საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიხედვით, 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო და 1945 წლის 9 მაისამდე გაგრძელდა.11 იანვრის გამთენიისას რუსეთმა უკრაინას შეუტია 154 მოიერიშე დრონით, რომელთაგან 125 ჩამოაგდეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. დაფიქსირდა 22 აფეთქება 18 ადგილზე.რუსულმა დრონებმა დაბომბეს ხარკოვი. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, სლობიდის რაიონში დრონმა მწყობრიდან გამოიყვანა ინფრასტრუქტურული ობიექტი - გაჩნდა ხანძარი. გამთენიისას ამავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი იერიში განხორციელდა. უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, რეგიონში სულ რვა ადამიანი დაშავდა.რუსეთის დრონების იერიშის გამო ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ნაწილში რამდენიმე საათით სრულად გაითიშა ელექტროენერგიის მიწოდება. ზაპოროჟიეს სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის თქმით, საჰაერო იერიშების შედეგად სამი ადამია...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→