
მსოფლიო
უკრაინაში 2025 წელს, ომის დაწყების შემდეგ, სამოქალაქო მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 2025 წელს უკრაინაში სამოქალაქო მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: გასული წლის განმავლობაში, ომს 2 514 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 12 142 დაშავდა.ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამ (HRMMU) განაცხადა.გასულ წელს გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთო რაოდენობა, 2024 წელთან შედარებით, 31%-ით გაიზარდა (2 088 დაღუპული და 9 138 დაშავებული), ხოლო 2023 წელთან შედარებით - 70%-ით (1 974 დაღუპული და 6 651 დაშავებული).აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის უმეტესობა უკრაინის მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიებზე დაფიქსირდა. სადამკვირვებლო მისიის ცნობით, გასულ წელს მშვიდობიან მოსახლეობაში გარდაცვალებისა და დაზიანების შემთხვევების 97 პროცენტი (2 395 დაღუპული და 11 751 დაშავებული) რუსული თავდასხმებით იყო გამოწვეული.მისიის ხელმძღვანელმა, დანიელ ბელმა აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი სამოქალაქო პირთა დაცვის კუთხით ვითარების სერიოზულ გაუარესებაზე მიუთითებს.„ჩვენი მონიტორინგის მიხედვით, ეს ზრდა განაპირობა არა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→