
მსოფლიო
უკრაინამ კასპიის ზღვაში რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურას დაარტყა. ნოვოროსიისკში დააზიანა რუსეთის წყალქვეშა ნავი
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ბოლო იერიშის სამიზნე იყო კორჩაგინის სახელობის ჭაბურღილის პლატფორმა, რომელსაც უკრაინის ძალებმა გასულ კვირაშიც შეუტიეს, აღნიშნა წყარომ და დასძინა, რომ ობიექტის საქმიანობა შეჩერდა.
15 დეკემბრის ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, მოსკოვის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინის მხრიდან რაკეტებითა და დრონებით შეტევის შესახებ იუწყება.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, უკრაინის ძალებმა რუსეთის ძალებმა ნოვოროსიისკის პორტში რუსულ წყალქვეშა ნავს დაარტყეს, რამაც გემს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ცნობით, წყალქვეშა ნავი ექსპლუატაციიდან გამოვიდა Sea Baby-ის ტიპის დრონების მიერ პირველი ასეთი თავდასხმის შემდეგ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 დეკემბერს დილით განაცხადა 130 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიების შესახებ და არაფერი უთქვამს რაკეტებზე.
თავად რუსეთის ჯარები დრონებითა და რაკეტებით პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ ენერგოობიექტებს უკრაინაში, სადაც მწვავე ენერგოკრიზისია.
უკრაინის არმიამ განაცხადა ამის ფონზე, რომ სამხრეთ რუსეთის ქალაქ ასტრახან...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→