
მსოფლიო
უკრაინა: რუსმა სამხედროებმა სასაზღვრო სოფლის მცხოვრებლები რუსეთში გადაიყვანეს
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა Суспiльне-ს განუცხადა ლარისა კრემეზნამ, ბელგოროდის ოლქის საზღვრიდან 200 მეტრში მდებარე სოფლის გამგებელმა.უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ამ ტერიტორიაზე საზღვარი გადაკვეთეს და უკრაინის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე პოზიცია დატოვეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სტაბილიზაციის მცდელობები გრძელდება.მანამდე, გამოცემა „კორდონ.მედიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20 დეკემბრის ღამეს რუსი ჯარისკაცები გრაბოვსკოეში შევიდნენ, სადაც იმყოფებოდნენ მშვიდობიანი მცხოვრებლები, რომლებმაც ადრე ხელი მოაწერეს ევაკუაციაზე უარს. გამოცემის მონაცემებით, ეს იყო დაახლოებით 50 ადამიანი, ძირითადად ხანდაზმულები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა რუსეთში გადაიყვანეს ე.წ. საფილტრაციო ღონისძიებების გასატარებლად. ბავშვები მათ შორის არ ყოფილან.კვირას ეს დაადასტურა უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარმა, დმიტრო ლუბინეცმა. მისი თქმით, ასეთი ქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
„ეს არის ომის კანონებისა და წესების დარღვევა, თ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→