
ბიზნესი
უკრაინა ლითიუმის ერთ-ერთ უდიდეს საბადოს ტრამპთან დაკავშირებულ ინვესტორებს მიჰყიდის - მედია
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
უკრაინა ლითიუმის ერთ-ერთ უდიდეს საბადოს ტრამპთან დაკავშირებულ ინვესტორებს მიჰყიდის.მედიის ცნობით, კიროვოგრადის რეგიონში ლითიუმის საბადოს წარმოების გაზიარების ხელშეკრულების ტენდერში კონსორციუმმა გაიმარჯვა, რომელსაც ირლანდიური კომპანია TechMet-ი ხელმძღვანელობს.საუბარია „დობრას“ ლითიუმის საბადოზე, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთი უდიდესია. ლითიუმი ისეთი ტექნოლოგიების ძირითადი კომპონენტია, როგორიცაა ელექტრობატარეები.„გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ სჭირდება უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ ოფიციალური დამტკიცება, თუმცა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია“, – წერს „ნუ იორკ თაიმსი“.როგორც მედია წერს, გამარჯვებულ კონსორციუმს მჭიდრო კავშირები აქვს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან. მის წევრებს შორისაა კოსმეტიკური კომპანიის, Estée Lauder-ის მემკვიდრე რონალდ ლაუდერი. ლაუდერი ტრამპის მეგობარია. ისინი კოლეჯის პერიოდიდან მოყოლებული მეგობრობენ. ლაუდერი ასევე რესპუბლიკური პარტიის დონორი იყო.TechMet-ის უმსხვილესი აქციონერი არის „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→