
ბიზნესი
უახლოეს დღეებში შესაძლოა, 1 გრამი ოქრო 400 ლარამდე გაძვირდეს - „ზარაფხანა“
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
მსოფლიოში არსებულმა დაძაბულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ ოქროს ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და მიუხედავად იმისა, რომ იყო მოლოდინი, 2026 წლის დასაწყისიდან ოქროზე ფასები შემცირებისკენ წავიდოდა, პოლიტიკურმა ვითარებამ მდგომარეობა შეცვალა.როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე განმარტავს, მასაც ჰქონდა მოლოდინი, რომ ფასები შემცირდებოდა და იანვრის დასაწყისიდან ასეც მოხდა - 4500-იდან 4300 დოლარამდე შემცირდა, მაგრამ ჯერ ვენესუელას, შემდეგ კი - ირანის ამბებმა ეს ვარდნა შეაჩერა და პირიქით, გაზარდა.„როცა ოქროს ფასი საერთაშორისო ბაზარზე დგინდება, ქართული ბირჟის ფასები თითქმის ერთი ერთში მიყვება. ქართულ ბაზარზე ზოგჯერ დღეში ორჯერაც შეცვლილა ფასები გამომდინარე იქიდან, რა ხდებოდა საერთაშორისო ბირჟებზე.1 გრამი სუფთა ოქრო დეკემბრის ბოლოს იყიდებოდა დაახლოებით 385 ლარად, ახლა კი 390 ლარია. იმის ალბათობა, რომ 1 გრამი ოქრო 400 ლარი გახდეს, საკმაოდ მაღალია და შესაძლოა, ამ ნიშნულს უკვე ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში მიაღწიოს“, - აცხადებს თორნიკე სამხარაძე.ა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→