
მსოფლიო
თვალთვალი, შევიწროება, ქრთამის გამოძალვა... - მიგრანტების ყოველდღიური ცხოვრება რუსეთში
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
თვალთვალი, შევიწროება, ქრთამის გამოძალვა… მიგრანტების ყოველდღიური ცხოვრება რუსეთშიციფრული თვალთვალის, ქრთამის გამოძალვის, დამცირებისა და ქუჩაში შევიწროების გამო, ყირგიზი ტაქსის მძღოლი, ალიმი რუსეთში იოლი ცხოვრებით ვერ დაიტრაბახებს. „ყველა ითხოვს: გადაიხადე, გადაიხადე, გადაიხადე“ - ეუბნება საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესს“ მოსკოვის ოლქში მცხოვრები 38 წლის ორი შვილის მამა. „პოლიცია გამუდმებით ითხოვს ქრთამს თითოეული დოკუმენტისთვის, თითოეული ბეჭდისთვის: იქნება ეს რეგისტრაცია, პატენტი თუ მუშაობის ნებართვა,“ - ამბობს ალიმი და იქვე ამატებს, რომ ზოგიერთი საბუთი არაოფიციალურად 300 დოლარამდე ჯდება. ყოველდღიურად ძლიერდებაზეწოლა რუსეთში მყოფ დაახლოებით 6.5 მილიონ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე - ძირითადად ცენტრალური აზიიდან ჩასულ შრომით მიგრანტებზე, რომლებიც დაბალკვალიფიციურ სამუშაოებს ასრულებენ და ხელფასს ოჯახებში აგზავნიან.საიმიგრაციო წესების გამკაცრებით, ჩინოვნიკები სამუშაოსა და სკოლებზე მათი წვდომის შეზღუდვას ცდილობენ, ხოლო ქსენოფობია, რომელიც ქვეყანაში ისედაც მაღალი იყო, კიდევ უფრო იზრდება. ალიმი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→