ახალი ამბები
თუშეთამდე მისასვლელი გზის კიდევ ერთ მონაკვეთზე ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება დაიდო - ვინ შეასრულებს სამუშაოებს
ბიზნესპრესნიუსი
•12 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ21.5 - კმ25.5 მონაკვეთზე (ლოტი 2) საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება დაიდო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს „დინ გრუპმა“ მიიღო მონაწილეობა. კომპანია სამუშაოებს 19 245 013 ლარად შეასრულებს. ხელშეკრულების თანახმად, ადგილზე სამუშაოები 24 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.
სამეწარმეო რეესტრის ბოლო მონაცემების მიხედვით, „დინ გრუპი“ 2014 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის წილების 75%-ს ნიკოლოზ ეპიტაშვილი, ხოლო 25%-ს ვახტანგ ამაშუკელი ფლობენ.
რაც შეეხება პროექტს, ლოტი 2-ზე შესასრულებელი სამუშაოები ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის შესაძლებლობის ფარგლებში გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.
ამასთან, ფშაველი-აბანო-ომალოს საავ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→