მსოფლიო
თურქეთი ესტონეთსა და რუმინეთში ავიაგამანადგურებლების განთავსებას გეგმავს
Tabula
•15 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთი ესტონეთსა და რუმინეთში, NATO-ს გაძლიერებული საჰაერო პატრულირების მისიის ფარგლებში, ავიაგამანადგურებლების განთავსებას გეგმავს.
სამინისტროს ყოველკვირეული ბრიფინგის თანახმად, თურქეთი ესტონეთში ოთხთვიან მისიას გეგმავს. ესტონეთის მისია 2026 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე გაგრძელდება, რასაც რუმინეთში - 2026 წლის დეკემბრიდან 2027 წლის მარტამდე მორიგი როტაცია მოჰყვება.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთს NATO-ს საჰაერო პატრულირების ოპერაციებში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მისიების მიზანი მშვიდობიან პერიოდში მოკავშირეთა საჰაერო სივრცის დაცვაა.
NATO-ს გაძლიერებული საჰაერო პატრულირების მისია გასულ წელს რუსეთის მიერ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, მოკავშირეების საჰაერო სივრცის დარღვევის გახშირებულ შემთხვევებს უკავშირდება.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→