ბიზნესი
„თუ არაფერი შეიცვალა, საქართველო დაკარგავს ავტომობილების რეექსპორტის ბიზნესს - რომელიმე ჩვენი მეზობელი წაიღებს ამ დარგს“ - ასოციაცია
ბიზნესპრესნიუსი
•13 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
თუ არაფერი შეიცვალა, რომელიმე ჩვენი მეზობელი წაიღებს ავტომობილების რეექსპორტის დარგს. ჩვენ უბრალოდ ჩვენ პორტთან ერთად სატრანზიტო დერეფნად დავრჩებით, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელმა განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, ავტომობილების რეექსპორტით დაკავებული ადგილობრივი პირებისთვის კვლავაც გამოწვევას წარმოადგენენ ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან საქართველოში ჩამოსული დილერები, რომლებსაც ავტომობილები თავად ჩამოჰყავთ და შემდეგ რეექსპორტზე გაჰყავთ.
დარბაისელის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში შეხვედრაც გაიმართა, სადაც მიიღეს ინფორმაცია, რომ ზემოთ აღნიშნულ საქმეზე ათეულობით უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჯარიმდა, თუმცა საკითხი ბოლომდე კვლავაც გადაუჭრელია.
„ჩვენს თავზე აღარ ვსაუბრობ უკვე იმდენი ხანია რთულ სიტუაციაში ვართ. თუ არაფერი შეიცვალა, საქართველო დაკარგავს ამ ბიზნესს. ცალკე საკითხია ის, თუ რამდენი ადამიანი დარჩება უმუშევარი; ბევრია ისეთი პირი, რომელსაც მეორე და მესამე სამსახურად აქვს ავტომობილების რეექსპორტი. თუ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→