
ახალი ამბები
ცხინვალში პატიმრობაში მყოფი თამარ მეარაყიშვილი გაათავისუფლეს
Civil Georgia👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ქართველი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე მედიასაშუალებას 31 დეკემბერს დაუდასტურა და დასძინა, რომ ის ამჟამად თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მეარაყიშვილი თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 22 დეკემბერს დააკავა. ადგილობრივმა სამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 24 დეკემბერს შეუფარდა.
საქართველოს მოქალაქე მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო. ადგილობრივმა მედიამ 30 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან პატიმრობის პერიოდში მინიმუმ 10 კილოგრამი დაიკლო.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Civil Georgia→