
ჯანმრთელობა
ცხინვალში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი შიმშილობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს
Civil Georgia👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ქართველი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების შემდეგ შიმშილობს, საავადმყოფოში გადაიყვანეს, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო SAPA 30 დეკემბერს, მისი ადვოკატის, ალან ბაზაევის სიტყვებზე დაყრდნობით.
„მისი განწყობა ნორმალურია, მაგრამ ძალიან სუსტად გრძნობს თავს“, – განუცხადა მეარაყიშვილის ადვოკატმა SAPA-ს და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, იგი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს. 29 დეკემბერს მეარაყიშვილი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. დაკავების შემდეგ მან დაახლოებით 10 კილოგრამი დაიკლო.
ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 24 დეკემბერს შეუფარდა. აქტივისტს ბრალი წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რომელიც ჯაშუშობას გულისხმობს და 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუ დანაშაული „ჩადენილია უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ“.
საქართველოს სახალხო დამ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Civil Georgia→