
ბიზნესი
წილები ინვესტიციების პროპორციულად განაწილდა - მირზოიანი აშშ-ის 76%-იან წილზე TRIPP-ის განვითარების კომპანიაში
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სამშაბათს საღამოს, 13 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო-შეთანხმება“.
დოკუმენტით ირკვევა, რომ დაგეგმილია, შეიქმნას „TRIPP-ის განვითარების კომპანია“ - მოკლედ TDC, - რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს.
კომპანიას ჯერ 49 წლით, კიდევ 50 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით ექნება პროექტის განვითარების ექსკლუზიური უფლება.
მოგვიანებით ვაშინგტონში პრესკონფერენციაზე არარატ მირზოიანმა თქვა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი ფინანსური და პოლიტიკური ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, სომხეთი კი ძირითადად მშენებლობის უფლებას იძლევა“.
მას ჯერჯერობით ინვესტიციების ზუსტი მოცულობა არ დაუსახელებია.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის საკონტროლო პაკეტი ამერიკულ მხარეს ექნება, პრინციპულ საკითხებზე არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული სომხეთის თანხმობის გარეშე, - წილის...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→