
ახალი ამბები
წეროვანში მულტიფუნქციური კომპლექსი „ოქროს ლაგუნა“ გაიხსნა
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
მულტიფუნქციური კომპლექსი „ოქროს ლაგუნა“ „ნამდვილი ჯგუფის“ ახალი პროექტია, რომელიც ერთდროულად, დაახლოებით, 2000-მდე სტუმრის მასპინძლობას შეძლებს.როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში „ნამდვილი ჯგუფის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე განმარტავს, მულტიფუნქციური კომპლექსი ბევრი მიმართულებით არის გამორჩეული და ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც ბიზნესისთვის, ისე - საზოგადოებისთვის.„პროექტის ავტორმა გადაწყვიტა, საქართველოში მულტიფუნქციური კომპლექსი შეექმნა, სადაც ადამიანი 3-4 დღით ოჯახთან, მეგობრებთან ერთად დასვენებას შეძლებს, თბილისიდან სულ რაღაც 20-25 წუთის გზაზე, წეროვანში - სწორედ ეს არის „ოქროს ლაგუნა“. ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტია ჩემთვის და ჩვენი ჯგუფისთვის. არის სრულიად განსხვავებული მიმართულება, რაც საქართველოში ხშირად არ გვხვდება. ხშირ შემთხვევაში, საქართველოში, ჩვენი კულტურა, რომელიც რესტორნისა თუ სასტუმროს მიმართულებებს ეხება, დანაწევრებულია და თუ ადამიანს განტვირთვის სურვილი აქვს, სხვადასხვა შესაძლებლობას სხვადასხვა ადგილებში ეძებს.აქ ნახავთ არა მხოლოდ რესტორანს, საბანკეტო დარბაზს, აუზს...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→