ტექნოლოგია
წელს Google-ში ყველაზე ხშირად Gemini იძებნებოდა
ბიზნესპრესნიუსი
•4 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
წელს საძიებო მოთხოვნებში პირველი ადგილი Google-ის ჩატბოტმა, Gemini-მ დაიკავა. ამის შესახებ Google-ის ყოველწლიურ ანგარიშში, Year in Search-ში („წლის ძიებაში“) წერია, რომელიც წლის ყველაზე პოპულარულ საძიებო მოთხოვნებს აერთიანებს.
Gemini-ზე მოთხოვნამ სპორტულ და პოლიტიკურ მოვლენებსაც კი გადაუსწრო, რაც ხელოვნური ინტელექტის მიმართ გლობალურ ინტერესს ადასტურებს. კიდევ ერთმა ხელოვნურმა ინტელექტმა, DeepSeek-მა მეშვიდე ადგილი დაიკავა.
Gemini-ის გარდა, სამ ყველაზე პოპულარულ საძიებო მოთხოვნას შორის, ასევე, მოხვდა „კრიკეტის მატჩი ინდოეთსა და ინგლისს შორის“ და ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის სახელი. მასზე თავდასხმა წლის ყველაზე ტრენდულ სიახლედ იქცა. მომხმარებლები „ჩარლი კირკის მკვლელობის მცდელობის“ შესახებ ინფორმაციას მასობრივად ეძებდნენ. ტოპ სიახლეებს შორის აღმოჩნდა ირანთან და აშშ-ის მთავრობის შათდაუნთან დაკავშირებული მოვლენებიც.
კულინარიულ საძიებო მოთხოვნებში hot honey („ცხელი თაფლი“) ლიდერობს, ხოლო „ანორა“ ყველაზე ხშირად მოძიებული ფილმია. ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი, მაიკი მედისონი წლის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავი გახდა. სპორტში ყველაზე პოპულარული FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და საფეხბურთო კლუბი, Paris Saint-Germain გახდა.
Google განმარტავს, რომ რეიტინგი ძიების საერთო მოცულობას კი არ ასახავს, არამედ წინა წელთან შედარებით თემებისადმი ინტერესის ზრდას წარმოადგენს. შესაბამისად, ისეთი ყოველდღიური საძიებო მოთხოვნები, როგორიც, მაგალითად, „ამინდი“ ან YouTube-ია, სიაში არ შედის.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→