
ახალი ამბები
„წელს დამსვენებელთა რაოდენობა, დაახლოებით, 30%-ით არის შემცირებული“ - Chalet Mestia
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
წინა წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული წელი უკეთესი იყო. წინა წელს უკეთესი მაჩვენებლები იყო. წელს დამსვენებელთა რაოდენობა, დაახლოებით, 30%-ით არის შემცირებული, - ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო Chalet Mestia-ს მფლობელმა ივერი ჭელიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.მისივე ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდში არც წინასწარი ჯავშნები არ შედის და 8 იანვრიდან დღეში მხოლოდ თითო-თითო ნომერი იჯავშნება."28 დეკემრიდან 8 იანვრამდე სასტუმრო თითქმის 100%-ით დატვირთული იყო. დამსვენებლების 80%-ს რუსები და უკრაინელები შეადგენდნენ, ხოლო დანარჩენ ნაწილს ქართველები. ამჟამად, ძალიან ცუდი სიტუაციაა. მესტიაში ხალხი საერთოდ აღარ არის. ჩვენი სასტუმროს დატვირთულობა ამჟამად, 10%-ია მხოლოდ. არ ვიცი აღნიშნულის მიზეზი რა შეიძლება იყოს. კურორტზე თოვლიც არის და ყველანაირად მზად იყო დამსვენებლების მისაღებად", - აცხადებს ივერი ჭელიძე.ცნობისთვის, სასტუმრო Chalet Mestia სვანეთში, დაბა მესტიაში 5 წლის წინ დაფუძნდა. სასტუმრო 15 ნომერს და რესტორანს მოიცავს.წყარო: „ბიზნესპარტნიორი“...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→