
ახალი ამბები
ტროტუარზე დგომის გამო მოქალაქე სასამართლოში დაიბარეს - მას 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ახალი კანონით, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიცირებულია და სადავო პარლამენტმა 10 დეკემბერს მიიღო, მოქალაქეს 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება.
სამართალდარღვევათა ოქმი ანი ახმეტელს 23 დეკემბერს გადასცეს. სხდომა 25 დეკემბერს გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავს.
„ეს არის პირველი პრეცენდენტი, ჯერ აქამდე ასეთი ფაქტი არ მომხდარა. არ ვიცი, რა აქვთ ჩაფიქრებული... ბრძოლა გრძელდება. უსუსური ქმედებებით ვერ დაგვაშინებენ და ვერც შეგვაჩერებენ. ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - წერს ანი ახმეტელი „ფეისბუკში“.
ორი კვირის წინ, 10 დეკემბერს, სადავო პარლამენტმა დაჩქარებული სახით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→