
მსოფლიო
ტრამპმა ყაზახეთისა და უზბეკეთის ლიდერები დაპატიჟა "დიდი ოცეულის" სამიტზე
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
პრეზიდენტი ტრამპი სოციალურ პლატფორმაზე წერს, რომ 23 დეკემბერს, დილით „ორი შესანიშნავი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევსა და უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზოევთან:
„ვიმსჯელეთ მიმდინარე კონფლიქტების მშვიდობამდე მიყვანისა და ჩვენს სახელმწიფოებს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის გაზრდის მნიშვნელობაზე“, - წერს დონალდ ტრამპი და აღნიშნავს, რომ აშშ-ს ორივე ქვეყანასთან „წარმტაცი“ ურთიერთობა აქვს.
2026 წელს "დიდი ოცეულის" სამიტს აშშ უმასპინძლებს - „ვეპატიჟებით ორივე ლიდერს, შემოგვიერთდნენ სტუმრის სტატუსით ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც მაიამიში გაიმართება!“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
"დიდი ოცეულის" სამიტი მომავალი წლის დეკემბერში გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტმა უარი განაცხადა 2025 წელს სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში გამართულ სამიტში მონაწილეობაზე და ეს იმით ახსნა, რომ ის სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას თეთრკანიანი უმცირესობის დისკრიმინაციასა და მათი უფლებების „საშინელი დარღვევების“ უგულებელყოფაში ადანაშაულებს. დონალდ ტრამპმა ასეთი რამაც დაწერა: „უფ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→