
მსოფლიო
ტრამპმა ყაზახეთისა და უზბეკეთის ლიდერები დაპატიჟა დიდი ოცეულის სამიტზე
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ოცეულის სამიტზე სტუმრის სტატუსით მიიწვია ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები.
პრეზიდენტი ტრამპი სოციალურ პლატფორმაზე წერს, რომ 23 დეკემბერს დილით „ორი შესანიშნავი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევსა და უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზოევთან:
„ვიმსჯელეთ მიმდინარე კონფლიქტების მშვიდობამდე მიყვანისა და ჩვენს სახელმწიფოებს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის გაზრდის მნიშვნელობაზე“, - წერს დონალდ ტრამპი და აღნიშნავს, რომ აშშ-ს ორივე ქვეყანასთან „წარმტაცი“ ურთიერთობა აქვს.
2026 წელს დიდი ოცეულის სამიტს აშშ უმასპინძლებს - „ვეპატიჟებით ორივე ლიდერს შემოგვიერთდნენ სტუმრის სტატუსით ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც მაიამიში გაიმართება!“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
დიდი ოცეულის სამიტი მომავალი წლის დეკემბერში გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტმა უარი განაცხადა 2025 წელს სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში გამართულ სამიტში მონაწილეობაზე და ეს იმით ახსნა, რომ ის სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას თეთრკანიანი უმცირესობის დისკრიმინაც...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→