ტრამპი გრენლანდიაზე: "დრო მოვიდა და ეს გაკეთდება"
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ დაუბრუნდა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების თემას და სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ დანიამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, გაფრთხილებების მიუხედავად, არაფერი გააკეთა თავისი ავტონომიური ტერიტორიის მიმართ "რუსული საფრთხის" ჩამოსაშორებლად, "ახლა კი მოვიდა დრო და ეს გაკეთება".
მედია, მათ შორის PBS და სააგენტო Bloomberg-ი, წერენ, რომ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები აღარ იქნება მხოლოდ სამშვიდობო ძალისხმევაზე ორიენტირებული, არამედ ყურადღებას გაამახვილებს თავის ეროვნულ ინტერესებზე. წერილში, რომელსაც მედია ციტირებს, მაგრამ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, სხვა საკითხებთან ერთად ნათქვამია, რომ ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ მშვიდობის დამყარების მცდელობის მიუხედავად, ტრამპმა ვერ მოიპოვა ნობელის მშვიდობის პრემია.
წერილში აშშ-ის პრეზიდენტი ეჭვქვეშ აყენებს დანიის სუვერენიტეტს კუნძულზე. „მსოფლიო უსაფრთხო არ იქნება მანამ, სანამ შეერთებული შტატები გრენლანდიაზე სრულ კონტროლ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→