პოლიტიკა
ტრამპი: ევროპა რუსეთისა და უკრაინის ომზე უნდა ფოკუსირდეს და არა – გრენლანდიაზე
Tabula
•19 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპელმა ლიდერებმა ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომს უნდა დაუთმონ და არა - გრენლანდიას.
"ევროპა რუსეთისა და უკრაინის ომზე უნდა ფოკუსირდეს, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, ხედავთ, სადამდეც მიიყვანა ამან ისინი. ამაზე უნდა ფოკუსირდეს ევროპა და არა - გრენლანდიაზე." - ამბობს ტრამპი.
ამასთან, კითხვაზე, დაუწესებს თუ არა ევროპულ ქვეყნებს ტარიფს იმ შემთხვევაში, თუ გრენლანდიის საკითხზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ტრამპმა უპასუხა: "დიახ, 100%-ით."
ამას გარდა, NBC News-თან სატელეფონო საუბრისას ტრამპმა კომენტარი არ გააკეთა კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ძალას გრენლანდიის მისაღებად.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 1-ელი თებერვლიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე 10%-იან ტარიფს დაუწესებს.
მან ასევე დაამატა, რომ ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→