
ბიზნესი
ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს ტარიფებს უწესებს
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიის გამო ევროპული ქვეყნების ნაწილს ტარიფებს უწესებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა truth social-ზე დაწერა.როგორც ტრამპი წერს, 10%-იანი ტარიფები ნებისმიერ საქონელზე, რომელიც აშშ-ში იგზავნება, დაუწესდება: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს. ბრძანება ძალაში 2026 წლის პირველი თებერვლიდან შევა.„ახლა, საუკუნეების შემდეგ, დროა, დანიამ უკან მოგვცეს — მსოფლიო მშვიდობა ფსონზეა! ჩინეთსა და რუსეთს უნდათ გრენლანდია, დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამის საწინააღმდეგოდ. მათ ამჟამად ორი ძაღლის მარხილი აქვთ დაცვისთვის, ერთი ახლახან დაემატა. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, შეუძლია, ითამაშოს ამ თამაშში, და ძალიან წარმატებულადაც! ვერავინ შეეხება ამ წმინდა მიწის ნაწილს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების და მთელი მსოფლიოს ეროვნული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. ამის ფონზე, დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→