
ახალი ამბები
თორნიკე გოშაძის დედა - მაინც მაქვს იმედი, რომ შეწყალებულებს შორის ერთ-ერთი ჩემი შვილი იქნება, რადგან ძალიან კარგად ვიცი და მათაც იციან, რომ არაფერი დაუშავებია
👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებასთან პატიმრების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.
როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის უცნობია, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან თუ არა აქციების დროს დაკავებული პირები.
როგორც ერთ-ერთი დაკავებულის თორნიკე გოშაძის დედამ, მარეზი კობახიძემ განაცხადა, იმედოვნებს, რომ შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი მისი შვილიც იქნება.
„ალბათ, შინაგანად მაინც ვფიქრობ, რომ ამ 159 ადამიანს შორის ჩემი შვილიც იქნება. მაინც მაქვს იმის იმედი, რომ შეწყალებულებს შორის ერთ-ერთი იქნება ჩემი შვილი იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცი და მათაც იციან, რომ არაფერი არ დაუშავებია და ეს არის [პატიმრობა] სამშობლოს სიყვარულისთვის. მაქვს იმის იმედი, რომ თუ რამე არსებობს შიგნით პატიმრის დახასიათებისა, ვიცი, რომ ჩემს შვილს პენიტენციური დაწესებულება კარგად დაახასიათებს იმიტომ, რომ ესენი როგორც გარეთ არიან კარგები, როგორც გარეთ იბრძოდნენ სამშობლოსთვის, განა არ იცის ყაველაშვილმა, რომ ესენი მებრძოლები არიან...
ამიტომ, თუ ჭკუა აქვთ თავში, ყველაზე ვამბობ, თორემ აქ ყაველაშვილს არავინ არ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→