
ახალი ამბები
თეთრი სახლი - აშშ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების ვარიანტებს განიხილავს
ბიზნესპრესნიუსი
•7 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
აშშ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების ვარიანტებს განიხილავს - სამხედრო ძალის გამოყენება გამორიცხული არ არის, - ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს“.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია და ამას არქტიკის რეგიონში ჩვენი მოწინააღმდეგეების შეკავებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოყენება ყოველთვის ვარიანტად რჩება“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ამასთან, CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ამერიკელ კონგრესმენებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გრენლანდიის შეძენას გეგმავს.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→