მსოფლიო
Telegraph: ზელენსკი და ტრამპი უკრაინის აღსადგენად $800-მილიარდიან შეთანხმებას გააფორმებენ
Tabula
•10 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, დავოსში მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე უკრაინა და აშშ "კეთილდღეობის" $800-მილიარდიან შეთანხმებაზე ხელის მოწერას აპირებენ, რომლის მიზანიც უკრაინის რეკონსტრუქცია იქნება.
დასავლელმა მაღალჩინოსნებმა Telegraph-ს განუცხადეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრებიან, სადაც მათი შეხვედრა და შეთანხმებაზე საბოლოო ხელმოწერაა მოსალოდნელი.
წყაროების ცნობით, ზელენსკი შემდეგ კვირას თეთრ სახლში ვიზიტს იმედოვნებდა, სადაც ეკონომიკური კეთილდღეობის გეგმასა და უკრაინისთვის ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიებზე ხელშეკრულებების გაფორმება სურდა, თუმცა, "მსურველთა კოალიციაში" მყოფმა ევროპელმა მხარდამჭერებმა ურჩიეს, რომ ტრამპთან შესახვედრად უფრო შესაფერისი ალტერნატივა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იყო.
უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, კეთილდღეობის გეგმა მიზნად ისახავს ათი წლის განმავლობაში ქვეყნის აღსადგენად დაახლოებით $800 მილიარდის მოზიდვასა და უკრაინის ეკონომიკის ამუშავებას....
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→